20-06-2021, 15:45
53

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა

საქართველოს ნაკრებმა ფინალურ მატჩში კვიპროსის ნაკრები დაამარცხა - 32:18 და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლა.

ქართველმა ხელბურთელებმა ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი 14:6 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ 18 გოლი გაუტანეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც კვიპროსელთა კარი 11-ჯერ აიღო.



საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძოდა, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თბილისში გამართული ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანი (36:16), მოლდოვა (27:20) და ბულგარეთი (32:19) დაამარცხა.





მსგავსი სიახლეები