18-06-2021, 17:05
21

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალშია

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში სამხრეთ ამერიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი ორ სეტში ანგარიშით 6:4 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გასასვლელად მისი მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება.


ბასილაშვილი რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი სიაში მეშვიდეა.
გერმანიის ქალაქ ჰალეში საერთაშორისო ტურნირი ბალახზ მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს. ჰალეში ასპარეზობდა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი, რომელიც მერვედფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან სამ სეტში დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.




მსგავსი სიახლეები