17-06-2021, 14:29
45

ერიქსენი კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის ინპლანტაციას დათანხმდა

ერიქსენი კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის ინპლანტაციას დათანხმდა

დანიის ნაკრების ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს იმპლანტირებად კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორს ჩაუყენებენ. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ყოველ წამს აკონტროლებს პაციენტის გულისცემას და საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც სახიფათო არითმიას შეამჩნევს.


„მას შემდეგ, რაც კრისტიანმა გულზე სხვადასხვა გამოკვლევა ჩაიტარა, გადაწყდა, რომ მისთვის აუცილებელია კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ინპლანტაცია. კრისტიანი დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, გეგმა დაამტკიცეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა, მათ ერთი და იგივე ტიპის მკურნალობას დაუჭირეს მხარი“, – წერია დანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე, დანიის ნაკრების ლიდერი კრისტიან ერიქსენი მოულოდნელად მოედანზე დავარდა. მას გულის მასაჟს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკეთებდნენ.




მსგავსი სიახლეები