17-06-2021, 09:57
62

იაპონიის მთავრობა ოლიმპიადაზე მაყურებლის დაშვებას გეგმავს

იაპონიის მთავრობა ოლიმპიადაზე მაყურებლის დაშვებას გეგმავს

იაპონიის მთავრობა გეგმავს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების არენებზე მაყურებელი დაუშვას. მაქსიმალური დასაშვები რიცხვი იქნება 10 ათასი გულშემატკივარი, – ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს. საბოლოო გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გასამართი შეხვედრისას იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, ტოკიოს მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.


ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. ტოკიოს თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.




მსგავსი სიახლეები