3-07-2021, 11:15
144

სტიქია კახეთში - ქარმა ხეები ფესვიანად მოგლიჯა

სტიქია  კახეთში - ქარმა ხეები ფესვიანად მოგლიჯა


კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. 20 მდე საქცოვრებელ სახლს ქამა სახურავები ახადა. მოგლეჯილია ხეები. ზარალს ადგილობრივი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები სწავლობენ.
უამინდობის გამო რაიონის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. სოფლებს დენის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღუდგა. დილიდან „ენერგო პრო ჯორგიას“ ტექნიკური სამსახური სტიქიის ზონაშია და დაზიანებული ქსელების რეაბილიტაციაზე მუშაობს.

საცხოვრებელი სახლების გარდა, ლაგოდეხსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეაფერხა. თუმცა დროულად მოხდა გზის გაწმენდის სამიშაოები და ამ წუთებში მოძრაობა აღდგენილია. 




მსგავსი სიახლეები