18-06-2021, 15:46
50

აქცია ლაგოდეხში

აქცია ლაგოდეხში

ლაგოდეხელი ფერმერები დახმარებას ითხოვენ. საზამთროსა და ნესვის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ სოფელ კაბალთან ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განმარტავენ რომ, ასეულობით ტონა საზამთროსა და ნესვის მოსავალი მოიყვანეს და რეალიზებას ვერ ახდენენ.


„სხვა ქვეყნებიდან შემოდის ხილი, რომელიც ადგილობრივზე გაცილებით იაფია, ამიტომ წლევანდელი მოსავალი ფაქტობრივად არ გაგვიყიდია. მთავრობამ ადგილობრივ წარმოებას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს და რეალიზაციაში დაგვეხმაროს“ –აცხადებენ აქციის მონაწილეები. 




მსგავსი სიახლეები