10-06-2021, 22:53
55

"სიტყვები" - მაია ბათიაშვილმა ლექსების პირველი კრებული გამოსცა

"სიტყვები" - მაია ბათიაშვილმა ლექსების პირველი კრებული გამოსცა

მწერალთა სახლში მაია ბათიაშვილის ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. "სიტყვები" ასე დაარქვა მწერალმა წიგნს, რომლის წინასიტყვაობაც პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეკუთვნის


მწერალთა სახლში მაია ბათიაშვილის ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. "სიტყვები" ასე დაარქვა მწერალმა წიგნს, რომლის წინასიტყვაობაც პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეკუთვნის.

მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციას პუბლიცისტები, საოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მწერლის ახლობლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მაია ბათიაშვილის თქმით, წიგნის გამოცემის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ ლექსებს დიდი მოწონება მოჰყვა.

ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას მწერალი ამბობს, რომ კრებულში ის ლექსებია შესული, რომელიც მის მეუღლს, ირაკლი ბათიაშვილს მიუძღვნა. 

მაია ბათიაშვილი მკითხველს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი კრებულის გამოცემას ჰპირდება.

"სხვათაშორის ამ კრებულში შემთხვევით ნაპოვნი ლექსი შევიდა, რომელიც მანამდეა დაწერილი, სანამ ირაკლის გავიცნობდი. ძალიან გამიხარდა ამ ლექსის პოვნა, თითქოს რაღაც წარსული დამიბრუნეს იმიტომ, რომ ლექსების ნაწილი ხანძრის გამო დავკარგე. თუმცა, აი, რამდენი დაგროვდა, თითქმის 25 წელია, რაც მათ ვწერ. თამამად შემიძლია გამოვცე, რადგან აქამდეც იბეჭდებოდა ჩემი მოთხრობები. ვიცი რომ მკითხველს ძალიან მოსწონდა. მოთხრობებს ახლაც ვწერ და მსურს, რომ ჩემს კრებულში ეს მოთხრობებიც შევიდეს. ალბათ, ლექსებთან ერთად მათ ერთიან კრებულად გამოვცემ," - განაცხადა მაია ბათიაშვილმა.