10-06-2021, 21:59
26

"პანსიონზე შტურმი პირდაპირ კავშირშია ივლისის ლგბტ კვირეულთან" - ანდრეა ჯაღმაიძე

"პანსიონზე შტურმი პირდაპირ კავშირშია ივლისის ლგბტ კვირეულთან" - ანდრეა ჯაღმაიძე

ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. 

როგორც ჯაღმაიძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს, პანსიონზე შტურმი პირდაპირ კავშირშია ივლისის ლგბტ კვირეულთან

"ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში".- წერს ჯაღმაიძე. 

ინფორმაციისთვის, PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ Worldvision და UNICEF სამინისტროს სთავაზობს იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ნინოწმინდის ბავშვთა სახლი მცირე საოჯახო ტიპის სახლებად აქციონ და ასე შეინარჩუნონ, რაც დაუშვებელია. მისივე თქმით, სანამ გამოძიება არ დასრულდება დაუშვებელია  ბავშვთა დაწესებულება იმავე ხალხმა მართოს. ამ განცხადებიდან მალევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილმა პრესკონფერენცია ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალგაზრდებთან ურთიერთობის ხელმძღვანელ გიორგი ფიცხელანთან ერთად გამართა.

ცნობისთვის, 5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.


მსგავსი სიახლეები