4-05-2021, 14:57
40

მართლა არ მესმის ზოგიერთი ტელევიზიის - დავით გადელია

მართლა არ მესმის ზოგიერთი ტელევიზიის - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორს, დავით გადელიას იმ ტელევიზიების პოზიცია აკვირვებს, რომლებიც სასაფლოებთან მოსახელეობისა და სამართალდამცავების დაპირისპირებაში, მხარს კანონდამრღვევებს უჭერენ.
„მართლა არ მესმის ზოგიერთი ტელევიზიის... დიდი ამბით ანახებენ და ლამის გმირებად გამოყავთ ადამიანები, ვინც კანონს არღვევს და სასაფლაოზე მიდის. ზოგი ფიზიკურ წინააღმდეგობასაც კი უწევს პოლიციას. "რა მოხდა მერე, კვერცხი უნდა გადაეგორებია მიცვალებულის საფლავებზეო," - ისე ამბობენ, თითქოს ვინც კანონმორჩილია, იმას არ ჰყავს მიცვალებული... ან სხვა რა უნდა გაეკეთებინათ სასაფლაოზე მისულთ, რომ გამართლება არ ჰქონოდათ,”- წერს ექიმი.

დავით გადელია აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მსგავსი პოზიციის დაკავება დანაშაულია.
„რას ეჯიბრებით? სახელმწიფოებას? ვირუსს? რა სიბრიყვეა! საკმაოდ რთულადაა მდგომარეობა პანდემიის მხრივ, ვერ ხერხდება ჩაქრობა. პირიქით  - ახალი ტალღა გორდება!.. რა უტვინობაა სირაქლემასავით თავი ჩაყო ქვიშაში და გეგონოს რომ თუ ვერ ხედავ - უკვე აღარაა კოვიდი... კარგით, ქვეყანაში შეიძლება მართლა იყოს რამდენიმე ასეთი იდიოტი და ასეცაა ხოლმე ყველგან, მაგრამ ზოგი ტელევიზია რატომ აშუქებთ და თანაც ისე, რომ თქვენი სიმპათია იგრძნობა ამათ მიმართ,”- წერს დავით გადელია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა 4 მაისის ჩათვლით შეიზღუდა; ჩაიკეტა სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე და საულიერო პირებზე; აღსანიშნავია, რომ დამრღვევი 2 000 ლარით ჯარიმდება.