4-05-2021, 13:51
40

თურნავას თქმით, კომპანიებს, რომლის პერსონალიც ვაქცინირებული იქნება, კოვიდუსაფრთხო სტატუსი მიენიჭება

თურნავას თქმით, კომპანიებს, რომლის პერსონალიც ვაქცინირებული იქნება, კოვიდუსაფრთხო სტატუსი მიენიჭება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კომპანიებს, რომლის პერსონალის უდიდესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული, ე.წ. კოვიდუსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავამ განაცხადა, უახლოეს მომავალში კომპანიებისსია შედგება, ხოლო, რომელი ოვიექტიც ე.წ. კოვიდუსაფრთხო სტატუსს მიიღებს, მთავრობა მათ პრომოუშენს გაუწევს.

"ჩვენ და ჩვენს სამინისტროში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან: ეს არის ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა და სასტუმროების ასოციაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ნებაყოფლობითი რა საკვირველია, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტრო ამაში შემდეგ დაგვეხმარება და შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულ პერსონალის უდიდესი უმრავლესობა რა თქმა უნდა იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებადრესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს, მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდუსაფრთხოა,"- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის სფეროშო დასაქმებული პირები დაემატებიან. ასევე, მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.  

ქვეყანაში ვაქცნინაციის პროცესი კი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და ჩინური "სინოფარმი."