4-05-2021, 13:26
79

ვის მისცემენ "მწვანე პასპორტს" და რა შეღავათები ექნებათ

ვის მისცემენ "მწვანე პასპორტს" და რა შეღავათები ექნებათ

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. ამასთანავე, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი". - განაცხადა ღიბრაძემ.