14-01-2022, 22:38
70

"რჩევა არის ასეთი, რომ პირველივე სიმპტომებისას ნუ გავიკეთებთ ტესტს, თავიდან ჯობია, თვითიზოლაციაში გადავიდეთ" - პაატა იმნაძე

"რჩევა არის ასეთი, რომ პირველივე სიმპტომებისას ნუ გავიკეთებთ ტესტს, თავიდან ჯობია, თვითიზოლაციაში გადავიდეთ" - პაატა იმნაძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მალევე ტესტირება სასურველი არ არის, რადგან სავარაუდო ინფიცირების მიუხედავად, შესაძლოა, იგი უარყოფითი იყოს. 

როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას აღნიშნა, ნაჭრის პირბადეები "ომიკრონისგან" დაცვის დროს ნაკლებად ეფექტურია. 

"დღეს 60 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა ქვეყანაში. დღეს 50-ზე მეტი ლაბორატორია აკეთებს PCR დიაგნოსტიკას, ასევე უამრავ ადგილას კეთდება ანტიგენის ტესტი. ტესტირების დროს რიგები შეიძლება იყოს, მაგრამ მარაგები არის და პრობლემა არ შეიქმნება. რჩევა არის ასეთი, რომ პირველივე სიმპტომებისას ნუ გავიკეთებთ ტესტს. თუ ტემპერატურამ აგვიწია სასურველია, რომ ერთი დღე თვითიზოლაციაში გადავიდეთ და ტესტი ჩავიტაროთ მეორე, მესამე დღეს. 

რაც შეეხება პირბადეს, მთელი მსოფლიო ატარებს სამედიცინო პირბადეს, არ ვარგა ნაჭრის პირბადეები. ნაჭრის პირბადეები ვისაც გაქვთ გადააგდეთ, ისიც რაღაცნაირად გვიცავს, თუმცა არა ისე, როგორც სამედიცინო პირბადე. ყველაზე კარგად იცავს NK-95-ის პირბადე და ლუგარის ლაბორატორიაში ნამდვილად ეს პირბადე უკეთიათ ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ იმ პირბადეში ადამიანი 3 საათზე მეტს ვერ ისუნთქებს, ამიტომ უმჯობესია სამედიცინო პირბადის გამოყენება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 





მსგავსი სიახლეები