14-01-2022, 22:29
71

"თურმე, ციხეში ზის სიმსივნით დაავადებული პატიმარი და არ გამოდის ციხიდან, რადგან ციხეში ქიმიას აფინანსებენ და გარეთ არაო, გვამცნო ექს-პრეზიდენტმა" - რას წერს ექსპერტი

"თურმე, ციხეში ზის სიმსივნით დაავადებული პატიმარი და არ გამოდის ციხიდან, რადგან ციხეში ქიმიას აფინანსებენ და გარეთ არაო, გვამცნო ექს-პრეზიდენტმა" - რას წერს ექსპერტი


"მის დროს როგორ უდგებოდნენ სიმსივნით დაავადებულებს, მკურნალობა ფუჭად გადაყრილი ფულიაო, გვახსოვს," - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

gtmedia ამირან სალუქვაძის "ფეისბუქ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

"თურმე, ციხეში ზის სიმსივნით დაავადებული პატიმარი და არ გამოდის ციხიდან, რადგან ციხეში ქიმიას აფინანსებენ და გარეთ არაო, გვამცნო ექს-პრეზიდენტმა.

თავისივე პირით თქვა, როგორ განსხვავდება მისი ციხე, დღევანდელისგან. ქიმიას კი არა, შეგნებულად ვირთხებთან ყრიდნენ და ძვლებდამტვრეულ პატიმრებს, ტკვილის უხმოდ მოთმენას ავალებდნენ, მკურნალობაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

სიცრუეს დაუფიქრებლად ლაპარაკობს ხოლმე და უკან უბრუნდება. პატიმარი როგორ შეძლებს ციხიდან არ გამოვიდეს, თუ ვადა ამოეწურება?! გაშავების ნაცვლად, ამჟამინდელი ციხის რეკლამა გამოუვიდა.

მის დროს როგორ უდგებოდნენ სიმსივნით დაავადებულებს, მკურნალობა ფუჭად გადაყრილი ფულიაო, გვახსოვს. ყველაფერში ფსევდოა," - წერს ამირან სალუქვაძე.





მსგავსი სიახლეები