14-01-2022, 22:18
75

"ღარიბაშვილის სოციალურ პოლიტიკაზე საუბარს თუ აპირებ, ჯობია მფრინავ სპილოზე ისაუბრო" - გიგი უგულავა

"ღარიბაშვილის სოციალურ პოლიტიკაზე საუბარს თუ აპირებ, ჯობია მფრინავ სპილოზე ისაუბრო" - გიგი უგულავა


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა "პალიტრანიუსის" ეთერში "ქართული ოცნების" სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს.

როგორც მან გადაცემაში "360 გრადუსში" განაცხადა, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში სოციალური საკითხები "ქართული ოცნების" პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

"ამ უკანასკნელი 8 თუ 9 წლის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნებაა“, როდის ყოფილა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი სოციალური ან ფინანსურ-ეკონომიკური საკითხები?! სამი კვირის წინ კაცი გამოვიდა და თქვა, რომ 200 ათას ადამიანს სოციალური დახმარება უნდა მოვუხსნაო. გაზარდეს ყველაფრის ფასი, ხელფასი სადმე გაიზარდა? არსად არ გაზრდილა, მაგრამ ყველაფრის ფასი ხომ გაიზარდა? ღარიბაშვილის სოციალურ პოლიტიკაზე საუბარს თუ აპირებ, ჯობია მფრინავ სპილოზე ისაუბრო, ეგ უფრო რეალიზმთან ახლოს არის. ღარიბაშვილის სოციალური პოლიტიკა ეს ფრაზა თავის თავში ოქსიმორონია. კარგია ავტობუსი რომ იყიდეს, მაგრამ ცუდია, რომ ოთხიდან ერთი ავტობუსის ფული მოიპარა კალაძემ. რა ვქნათ, არ ვთქვათ ეს? "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ოდენობა იცით მერიებში? იცით 2012 წელთან შედარებით რამდენადაა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების რაოდენობა გაზრდილი? რა შეიცვალა იცით? მოსმენები ხომ არ მოგვწონდა? დღეს საქართველოში მოსმენების მოცულობა არის არნახულ პიკზე მისული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.




მსგავსი სიახლეები