14-01-2022, 21:39
3 428

"ძნელია იმ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევთ ჩემს ძმას და რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან" - გიორგი გამსახურდია

"ძნელია იმ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევთ ჩემს ძმას და რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან" - გიორგი გამსახურდია


საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია ძმის "ფეისბუქ" პოსტს ეხმიანება.

როგორც გიორგი გამსახურდია "ტვიტერზე" წერ, ის სარეაბილიტაციო ცენტრთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია.
 
"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს ამ პოსტში. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს." - წერს გიორგი გამსახურდია.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც მისი ძმა ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას მანანა-არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ცოტნე გამსახურდიას კლინიკიდან გაყვანას ითხოვდნენ.
 




მსგავსი სიახლეები