7-12-2021, 21:32
134

"ბ-ნო კახი, რა გჭირთ ტო?!" - "ნაცმოძრაობის" წევრი დედაქალაქის მერს სიძულვილის ენასთან დაკავშირებით მიმართავს 

"ბ-ნო კახი, რა გჭირთ ტო?!" - "ნაცმოძრაობის" წევრი დედაქალაქის მერს სიძულვილის ენასთან დაკავშირებით მიმართავს 


"აი, თქვენი ლექსიკა ახლა გამოჩნდა ბატონო, კახი! - ვინ, ვის ეკაიფება და კარგით რა ბატონო, კახი, რა გჭირთ ტო?!" - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს საკრებულოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით გამართული დიალოგის დროს.

ამასთან, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელების მხრიდან 2016 წლიდან მას სიძულვილის ენით საუბარი არ გაუგონია.

"მართლა არ მახსოვს, გულწრფელად, თუ არადა შემახსენეთ, დამირეკეთ, თუ გინდათ "ფეისბუქზე" მომწერეთ, რომ რომ მე, ჩემი პარტიის, ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმა, რომელიმემ სიძულვილის ენით ისაუბრა 2016 წლიდან, წინას არ ვადევნებდი მაინცადამაინც ყურადღებას", - განაცხადა ლიპარტელიანმა,

რაზეც კალაძემ მას უპასუხა: "ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?"

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.





მსგავსი სიახლეები