25-11-2021, 14:02
69

"საქართველოსნაირი ქვეყანა არსად არ არის, ჩვენ ვართ განსაკუთრებულები 2 „მწვანე პასპორტით“ - ეკატერინე ტიკარაძე  

"საქართველოსნაირი ქვეყანა არსად არ არის, ჩვენ ვართ განსაკუთრებულები 2 „მწვანე პასპორტით“ - ეკატერინე ტიკარაძე  


"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე განსაკუთრებულები ვართ 2 „მწვანე პასპორტით“. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში იმოქმედებს პასპორტი, რომლის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

„ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე რთულია.

აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ - საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და ამ პასპორტების ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმებს და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე. გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება. კოვიდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით, მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი, ან რა რაოდენობის ანტისხეულების რაოდენობა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ ექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას და თუ იქნება რეგულაციები და ასევე ნიშნული, რაც შეიძლება განისაზღვროს ამ პასპორტის მინიჭების საშუალებად, ჩვენ მივიღებთ ამასთან მიმართებაშიც გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ტიკარაძემ.





მსგავსი სიახლეები