25-11-2021, 13:46
87

(ვიდეო) "თორნიკე რიჟვაძე კლავს"- რა ხდება "ქართული ოცნების" ოფისთან

(ვიდეო) "თორნიკე რიჟვაძე კლავს"- რა ხდება "ქართული ოცნების" ოფისთან


პარტია "დროას" ორგანიზებით, "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასა და ბათუმის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით;"ქართული ოცნება კლავს," "თორნიკე რიჟვაძე კლავს."

ნუგზარ ფუტკარაძის სატელეფონო ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს აქცია ოპოზიციური პარტიის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთანაც გამართა. 

მობილიზებულმა პოლიციამ აქტივისტებს ხმის გამაძლიერებლის მიტანის საშუალება არ მისცა, რასაც შეკამათებაც მოჰყვა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.





მსგავსი სიახლეები