13-10-2021, 21:26
43

როდის შევა ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილთან - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

როდის შევა ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილთან - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასაკვირვებლად ექიმების ჯგუფი შეკრიბა. 

როგორც იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ახლა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თანხმობას ელოდებიან. 

"იუსტიციის მინისტრის მომართვის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ბაზიდან ჯგუფი შევკრიბეთ. ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა ინფორმაცია გაცვლილიყო და მიგვეღო დასტური, რომ ეს ექსპერტები არიან მისაღები, პირველ რიგში, პირადი ექიმისთვის. ამ ეტაპზე ველოდებით პაციენტის მხრიდან თანხმობას. მას შემდეგ, როცა მივიღებთ დასტურს, ექიმები ჩაერთვებიან მუშაობაში". - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მინიტორინგის თხოვნით ჯანდაცვის უწყებას იუსტიციის მინისტრმა გუშინ მიმართა.






მსგავსი სიახლეები