9-10-2021, 21:33
5 297

(ვიდეო) "მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო...." - რატომ მოუხადა ბოდიში საზოგადოებას ინგა გრიგოლიამ

(ვიდეო) "მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო...." - რატომ მოუხადა ბოდიში საზოგადოებას ინგა გრიგოლიამ


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გრიგოლია დღის მიმდინარე ამბავს, ბათუმის ტრაგედიასა და ამ საკითხზე მედიის მუშაობის ფორმებს გამოეხმაურა. 

კერძოდ, ჟურნალისტი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს, რომ მისთვის ჭირისუფალთან უნებართვო ინტერვიუს აღება კატეგორიულად მიუღებელია. გრიგოლიამ ამავე პოსტში მაყურებელს ახალგაზრდა კოლეგების ნაცვლად ბოდიშიც მოუხადა.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც "ტვ პირველის" ჟურნალისტის სინქრონს მოყვა.. იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. 

მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი. ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლადაც, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და როცა თავად უკვე აღარ იყო სამსახურში, მაშინ მოხდა ეს ფაქტი.

დავაკონკრეტებ - ეს ახალგაზრდა გოგონა არაა ნიუსის ჟურნალისტი. ნიუსში ასეთი რამეები არასოდეს ხდება... ისე ვწუხვარ ისე. 
მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე... ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო, მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს," - წერს ინგა გრიგოლია.


ცნობისთვის, დღეს "ტვ პირველის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიმდინარე ტერიტორიაზე დაზარალებულ რამაზ დვალაძეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა. აღნიშნულს კი საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაგირება მოჰყვა.

როგორც აღნიშნული ტელევიზია განმარტავს იმ დროისთვის დაზარალებული თამაზ დვალაძის მეუღლე ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა და ცოცხალი იყო, ხოლო მისი მცირეწლოვანი ბავშვები მაშველებს ნანგრევებიდან ამოყვანი არ ჰყავდათ.

შეგახსენებთ, რომ რამაზ დვალაძემ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შედეგად ოჯახის ოთხი წევრი - მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.

იხ: ვიდეო:





მსგავსი სიახლეები