1-08-2021, 12:08
174

ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას მეორე დღეა თავგამოდებით ეწევიან - თამთა მეგრელიშვილი

ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას მეორე დღეა თავგამოდებით ეწევიან - თამთა მეგრელიშვილი

იურისტი თამთა მეგრელიშვილი ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებაში ადანაშაულებს მათ, ვინც  ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის გამო, როგორც თავად იურისტი ამბობს „ტურიზმიმს წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას ეწევა.“

მეგრელიშვილი ასეთი ადმიანების წინააღმდეგ მიმართულ ფეისბუქ პოსტში ჟურნალისტებს ნიკა გვარამიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს ასახელებს, მაგალითისათვის მათ მიერ სოციალურ ქსელში გაჟღერებული სლოგანები მოჰყავს და ამბობს, რომ მიზანმიმართულად ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ საქართველოში ჩამოსვლა საფრთხის შემცველია.
„ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას მეორე დღეა თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი. ის, რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამაში დამნაშავე არ არის ყველა ქართველი!ამაში დამნაშავე არ არის და არც შეიძლება იყოს საქართველო!

ნანუკა ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ "Sp-end your summer in Georgia მგონის ეს სლოგანი უფრო გვიხდება უკვე".
ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ "Spend your time in Georgia changed its name to Spend your Last Days in Georgia".

მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ საფრთხისშემცველია საქართველოში ჩამოსვლა! სამწუხაროდ ასეთი მძიმე შემთხვევები ყველგან ხდება მაგალითად:ბრიტანეთში 2018 წელს 754 ადამიანი მოკლეს მათ შორის 30 უცხოელი ტურისტი.
შვედეთში 2018 წელს 108 ადამიანი მოკლეს მათ შორის 5 ტურისტი.
გერმანიაში 2018 წელს 732 ადამინი მოკლეს მათ შორის 4 ტირისტი.
საფრანგეთში 2018 წელს 779 ადამიანი მოკლეს მათ შორის 15 ტურისტი.
ჯერ არავის გვინახავს ამ მძიმე შემთხვევების გამო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოსული ან ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში ჩართული მოქალაქეები რომელიც საკუთარ ქვეყანაზე წერენ
#შვედეთიკლავს,
#გერმანიაკლავს,
#საფრანგეთიკლავს!

არ გვინახავს და და რა თქმა უნდა ვერც ვნახავთ! რატომ? პასუხი მარტივია! ყველას კარგად ესმის, რომ ასეთ მძიმე ერთეულ შემთხვევებზე გამოძიების დასრულების შემდეგ რეაგირებს კანონი და პასუხისმგებლობის მთელ ქვეყანაზე დაკისრება უბრალოდ სისულელეა,”- წერს თამთა მეგრელიშვილი.


ცნობისათვის, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი 31 წლის შანე ბრუკი გუშინ მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ინგლისურის მასწავლებელი იყო და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


                        
        

          





მსგავსი სიახლეები