22-07-2021, 00:56
350

"ჟურნალისტები გლოვას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ" - ნინო წილოსანი

"ჟურნალისტები გლოვას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ" - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე საუბრობს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნულ გადაცემაში საუბრისას განაცხადა, ჟურნალისტები თავიდანვე გამორიცხავდნენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შესაძლოა სხვა მიზეზები ჰქონოდა, თუმცა წილოსანი აქვე ხაზს უსვამს იმას, რომ არც მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება სხვა მიზეზით ყოფილიყო.

"ისინი პირდაპირ გამორიცხავენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შეიძლება სხვა მიზეზები ჰქონდეს, თუმცა ჩვენც არ ვამტკიცებთ, რომ აუცილებლად სხვა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჯანსაღათ საკითხის მიდგომაში ხომ არსებობს რამდენიმე ალტერნატივა. აპრიორი იმის ძახილი, რომ ეს იყო აუცილებლად იმ დღის შედეგი და ამის გამო ჯაჭვური კავშირის აწყობა, რომ აუცილებლად ხელისუფლება გადადგეს და მუქარები პირდაპირ ტელე-წამყვანების მხრიდან, რომ რაც პოლიტიკოსებმა ვერ გააკეთეს, იმას შეგისრულებთ ჩვენ და ჩვენ დაგამთავრებთ ესეთი პოლიტიკური განცხადებები მე პირადად განწყობას მიქმნის, რომ ისინი გლოვაში კი არ არიან, არამედ ამ გლოვას იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსნებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. აღნიშნული შემთხვევის შედეგად კი 55-მდე ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა იყო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა. ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს ჯიქიას სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს.






მსგავსი სიახლეები