21-07-2021, 23:52
8 463

"მე დავიღალე - თქვენ გააგრძელეთ..." - რა განცხადებას ავრცელებს ვახო სანია

"მე დავიღალე - თქვენ გააგრძელეთ..." - რა განცხადებას ავრცელებს ვახო სანია



ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში არსებულ ყველა მიმართულებაზე წერს და აღნიშანვს, რომ ყველა სფეროში პრობლემებია.

"ფორმულას" ჟურნალისტის "ფეისბუქ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


"ავიღოთ ნებისმიერი მიმართულება.

რა ვიცი, თუ მოგწონთ, ვიყოთ ასე 
 
● ეკონომიკა - მიწასთანაა გასწორებული 


● სიღარიბე - თავადაც გრძნობთ


● ფასები - ამასაც თავადაც გრძნობთ 


● ლარის კურსი - ვარსკვლავებს ეთამაშება


● საგარეო ვალი - კრიტიკულ ზღვარს მიღმა 


● კოვიდი - კატასტროფული სტატისტიკა 


● შიდა პოლიტიკა - არაფორმალური მმართველის მარიონეტების თეატრი 


● საგარეო პოლიტიკა - ყველა პარტნიორი საქართველოს აკრიტიკებს


● რუსეთი - ფლირტი, თანამშრომლობა, ერტობლივი სპეცოპერაციები საკუტარი ხალხის წინააღმდეგ, აყვავებული პროპაგანდა 


● ოკუპირებული ტერიტორიები - მივიწყებული 


● ინტერნეტი - ტროლები და ბოტები. 


● მედია - ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ; დამფუძნებლებს სასამართლოში დაატარებენ; ემუქრებიან. 


● პრემიერ-მინისტრი - ჰომოფობი, მოძალადე 


● სუსი - ტოტალური ტვალტვალი და მოსმენა 


● სასამართლო - აქ კომენტარი ზედმეტია 


● პროკურატურა - ერთი კაცის კანტორა 


● ცესკო - ერთი კაცის კანტორა 


● კორუფცია - აყვავდა 


● განათლების სისტემა - ნულს ქვემოთ 


● ეკლესია - ბოლომდე დისკრედიტირებული 


● ფეხბურთი - სრული იმედგაცრუება

 
● მომავალი - სრული უპერსპექტივობა...


● ხალხი - გარბის ქვეყნიდან 


მე დავიღალე - თქვენ გააგრძელეთ..." - წერს ვახო სანაია.




მსგავსი სიახლეები