20-07-2021, 22:53
59

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მიტოვებულ შენობას უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიცაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 





მსგავსი სიახლეები