18-06-2021, 11:32
35

ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში - ნაზი ჯანეზაშვილი

ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში - ნაზი ჯანეზაშვილი

"არ ვაპირებ ეს ეტაპი დავასრულო და შევეგუო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. ნაზო ჯანეზაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება, მედიასთან შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.


მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებს დააფუძნოს ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი პარტნიორი იყო მედია და საზოგადოება. ამიტომ მინდა, მედიას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. რომ არა თქვენ, ის პრობლემები, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში, არ გასაჯაროვდებოდა და საზოგადოება ვერ შეიტყობდა. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე სასამართლო სისტემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა.

არ ვაპირებ ეს ეტაპი დავასრულო და შევეგუო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია. მე ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს სასამართლო თემაზე და ახალი მეთოდებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ მუშაობას. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება. მთავარი მიზანია სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი. ვაპირებ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტის მიერ ოთხი წლის ვადით იყო არჩეული.






მსგავსი სიახლეები