18-06-2021, 11:03
49

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პასუხგაუცემელი დარჩა რიგი საკითხები - ნინო ლომჯარია

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პასუხგაუცემელი დარჩა რიგი საკითხები - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებული გამოძიების ხარვეზებზე oსაუბრა

ნინო ლომჯარიას განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების მხრიდან რიგი საკითხები პასუხგაუცემელი დარჩა.

როგორც მან პარლამენტში სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას წინადადებით მიმართა.


„რაც შეეხება უშუალოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებს, ჩვენ ანგარიშში განხილული გვაქვს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წარმოებული გამოძიების ხარვეზები, რაც სახალხო დამცველმა შეისწავლა, ასევე კვლავ მივუთითებთ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, სადაც მიგვაჩნია, რომ გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა რიგი საკითხები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინადადებით მივმართეთ პროკურატურას. ასევე, კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ხორავას ქუჩის არასრულწოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურეობრივ შემოწმებაზე პროკურატურაში კვლევა არ დასრულებულა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  უსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს 2020 წლის ანგარიშს აცნობს. 




მსგავსი სიახლეები