10-06-2021, 21:32
84

ქურდული გარჩევა თბილისში - "გლეხოვიჩის" შვილი დუმილის უფლებას იყენებს

ქურდული გარჩევა თბილისში - "გლეხოვიჩის" შვილი დუმილის უფლებას იყენებს

ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცავ ერთ ბრალდებულს, რომელსაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას, საქმის მასალებს არ ვიცნობ


კანონიერი ქურდ, ,,გლეხოვიჩის" შვილი, მევლუდ მახარობლიძე, რომელიც დღეს სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც მახარობლიძის ადვოკატმა, ჯაბა კოჭლამაზაშვილმა, "ტვ პირველთან" განაცხადა, საქმის მასალები ჯერ არ მიუღია და ამის გამო ჯერ უჭირს პროგნოზის გაკეთება. 

"ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცავ ერთ ბრალდებულს, რომელსაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას, საქმის მასალებს არ ვიცნობ, დღეს დილით დააკავეს, ბრალი წარუდგინეს. შესაბამისად ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიების პირველი წარდგენის სხდომა" - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დღეს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ 13 პირი დააკავა. საქმის მასალების თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიზნესპარტნიორებმა ფული ვერ გაიყვეს, დახმარება ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, საზღვარგარეთ მყოფ, ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს", სთხოვეს. "ქურდის" ვაჟმა, მევლუდ მახარობლიძემ, კი მამის დავალებით, მისი საცხოვრებლის მახლობლად, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა. 
ქურდული გარჩევის შედეგად  ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.