3-05-2021, 23:22
8 939

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს მეზობლები გაუსწორდნენ

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს მეზობლები გაუსწორდნენ

სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ არის ჩადენილი. როგორც "მთავარი" იუწყება, გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცია ბრალდებული.
 
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ როგორც ირკვევა, არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა აღდგომის დღესასწაულზე ჩაიდინა. "მთავარის" ინფრომაციით, მამაკაცს არასრულწლოვნების მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

წყაროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შეერთებული შტატებიდან საქართველოში ახალი ჩამოსული იყო.
 
ადგილობრივები იხსენებენ, რომ შესაძლო დამნაშავე ბავშვებს ხშირად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა.
 
ირკვევა, რომ ამჟამად მამაკაცი, რომელიც შესაძლოა პოტენციური დამნაშავე იყოს, ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში GTmedia ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას.