3-05-2021, 13:41
48

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია თავისუფალია

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია თავისუფალია

იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა ნიკა ნარსიამ ცოტა ხნის წინ დატოვა. ჟურნალისტებთან საუბარში ნარსიამ განაცხადა, რომ ონლაინ რეჟიმში ჩანიშნული სასამართლო სხდომა, გადაიდი, რადგან მან მოითხოვა ადვოკატის აყვანა.    

ნარსია მის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

"გუშინ მივედი ჩემი პატარა დის საფლავზე, კვერცხი მინდოდა გადამეგორებინა, ვთხოვე პოლიციას შევეშვი, რაზეც უარი მივიღე. ხელი ჩამოვართვი პოლიციელს და უთხარი ბიძინას დედა ვატირე-მეთქი, დის საფლავზე არ მიშვებს-თქო. პოლიციელმა დაუყონებლივ გადარეკა სადღაც და შემდეგ დამაკავა"- განაცხადა ნარსიამ

ნარსია აცხადებს, რომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.