3-05-2021, 09:06
556

ზუგდიდში, 19 წლის ბიჭი შეყვარებულის გამო დენის ბოძზე აძვრა და გადმოხტომას ცდილობდა

ზუგდიდში, 19 წლის ბიჭი შეყვარებულის გამო დენის ბოძზე აძვრა და გადმოხტომას ცდილობდა

ზუგდუდში, ერთ-ერთი ქუჩის ბოლოში, ელექტროგაყვანილობის მაღალი ძაბვის ბოძზე 19 წლის ბიჭი ავიდა და გადმოხტომა სცადა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს, სანამ ბოძზე აძვრებოდა, ოჯახში კამათი ჰქონდა. სახლუდან წამოსულს, ჩხუბის შემდეგ მას მეზობელი გამოჰყვა. ბოძზე ამძვრალი ბიჭისთვის ხელი რომ შეეშალა, რათა ის არ გადმომხტარიყო, მან 112-ში დარეკა.

აღნიშნული ფაქტის გამო, მთელ ზუგდიდში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ მოახერხა და რამდენიმეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ ახალგაზრდა მაღალი ძაბვის ბოძიდან ჩამოიყვანეს.
თვითმხილველების განმარტებით, ახალგაზრდა ბიჭი ნასვამი იყო.

გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია, რომ ახალგაზრდა ბიჭის ასეთი მოქმედება შეყვარებულის მიერ ნათქვამ უარს უკავშირდება. ამ მომენტისთვის ყველაფერი რიგზეა და ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა, შესაძლოა 2500 ლარით დაჯარიმდეს. სასამართლო პროცესი ზუგდიდში დღეს გაიმართება. 

ცნობისათვის: თვითმკვლელობის მცდელობა ქვეყანაში 500 ლარით ისჯება, ხოლო კომენდანტის საათის დარღვევა - 2000 ლარით. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდელ ბიჭს ორივე დარღვევას ედავებიან და საბოლოო ვერდიქტი მოსამართლემ უნდა გამოიტანოს.