28-04-2021, 16:53
125

ხვალ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

„ნიკა მელია ევროკავშირის მიერ თანხის ჩარიცხვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ“ - გიორგი კონდახიშვილი.   


„ნიკა მელია ევროკავშირის მიერ თანხის ჩარიცხვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ“ - განაცხადა ნაცმოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, რომელმაც დღეს რუსთავის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.  
 
ხვალ ნიკა მელიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რაზეც გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ “მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან ეს მართლმსაჯულების იმიტაციაა, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. ამიტომ, ხვალ დიდ სიახლეებს არ ველით აღნიშნული პროცესიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხავაზე თუკი გათხოვილი იქნება ამნისტიის კანონპროექტი. ის, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდა, არაფერს ამბობს, ვინაიდან კანონპროექტის გაწვევა შეიძლება მოსმენების დროსაც. ვიმეორებ, ნიკა მელიას პოზიცია ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირობადადებულია, ნიკა თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხადებს, თუკი ამნისტიის კანონს უარი ეთქმება და გათხოვილი იქნება. კანონპროექტი მძიმეა და ნიკა მელიას შიში გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნების" მიერ იმდაგვარი კანონპროექტია ინიცირებული, რომ ფაქტობრივად ინდულგენციას მოძალადეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მიიღებენ. ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია, ძალიან ბევრი ინსტრუმენტია მისი გათავისუფლების. თუნდაც ხვალ, შეუძლია ხელისუფლებას ამ ინსტრუმენტის გამოყენება",- განაცხადა კონდახიშვილმა.
 
ადვოკატის განმარტებით, ისინი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურისა და სასამართლოს პოზიციას დაელოდებიან.