14-01-2022, 15:34
81

"სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 

"სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 


"მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ," - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის და საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს სააკაშვილის ნევროლოგიური დარღვევა - ვერნიკეს ენცეფალოპათია დასრულებულია თუ განგრძობადია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა.

"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ გავიდა 14 დღეზე მეტი მას არ მისცემია საშუალება ესარგებლა ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით. მის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის. მათ შორის საუბარია ნევროლოგიურ დარღვევებზე, ვერნიკესენცეფალოპათიაზე, მას სჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს ენცეფალოპათია დასრულებულია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა, თუ განგრძობადია. ეს არ არის სახუმარო თემა, შესაძლო გართულებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს იჩინოს თავი და დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით.

თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღით ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ ამ ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, რისკის ქვეშ ტოვებენ და ახანგრძლივებენ არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც ადგილი აქვს სააკაშვილის მისამართით," - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.







მსგავსი სიახლეები