13-01-2022, 17:55
74

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა მშვიდობიანი მიზნებით"– ბექა ბასილაია

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა მშვიდობიანი მიზნებით"– ბექა ბასილაია


"მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება, არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად, ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლა"– განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ადვოკატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება პოლიტიკური აქტია და ეს  იურიდიული კატეგორიების მიღმაა. 

"დღევანდელი პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მიხეილ სააკაშვილის სიტყვაში გაჟღერდა ყველა ის გარემოება, საუბარი იყო ყველა იმ დეტალზე, რამაც საქართველოში მისი დაბრუნება განაპირობა. ეს საკითხები არის პოლიტიკური, ისტორიული და ეს საკითხები მიღმაა იურიდიული კატეგორიებისგან. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება, არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად, ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლა.

რაც შეეხება ბატონ ელგუჯა ცომაიას, მისი ჩვენებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება იყო უაღრესად მშვიდობიანი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა მშვიდობიანი მიზნებით, ასევე დადასტურდა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა, სუს-ის პროპაგანდა, ღარიბაშვილის პროპაგანდა, რომ მათ იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, არის ტყუილი," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. 




მსგავსი სიახლეები