13-01-2022, 17:38
70

"სააკაშვილისთვის 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია"– გიული ალასანია

"სააკაშვილისთვის 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია"– გიული ალასანია


სააკაშვილის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს არა თუ მკურნალობა, გამოკვლევებიც არ ჩატარებია.

"რაღაც ვიცოდი, რაღაც არ ვიცოდი და გავიგე მისი გამოსვლიდან. მე, როგორც დედას, ყველაზე ძალიან მისი ჯანმრთელობა მაწუხებს, რადგან გამოსვლიდან გავიგე, რომ გუშინ გამხდარა ცუდად. რეალურად, გამოკვლევაც არ ჩატარებია და მკურნალობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დღეს გამოსვლაში ახსენა, „ჩემი მკურნალობა შეუძლებელია აქ“. ჩვენს სასამართლოს რომ ვუყურებ, კარგი მოლოდინი არ მაქვს, სამწუხაროდ. მისი ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა 6 თვეც ძალიან ბევრია და ყოველ წუთშია საჭირო მისი გაყვანა”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაყვანა.





მსგავსი სიახლეები