25-11-2021, 15:59
67

"დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების საშუალება არ ეძლევათ, თუ ამას წერტილი არ დაესმება, ის მკურნალობას შეწყვეტს"- ბექა ბასილაია

"დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების საშუალება არ ეძლევათ, თუ ამას წერტილი არ დაესმება, ის მკურნალობას შეწყვეტს"- ბექა ბასილაია


"მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დეპუტატებს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევათ და თუ აღნიშნულს წერტილი არ დაესმება, სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს,"- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, თუ სააკაშვილმა მკურნალობის შეწყვეტის პროცედურა შეწყვიტა, ის მხოლოდ იმ მედიკამენტებს მიიღებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე.

„ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მივიდეს და ქართველ ხალხს მიმართოს.





მსგავსი სიახლეები