25-11-2021, 15:47
50

"ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის აქტიურობას"- ბექა ბასილაია

"ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის აქტიურობას"- ბექა ბასილაია


ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მივიდეს და ქართველ ხალხს მიმართოს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია, მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, ამიტომ, მისი თქმით, გადამწყვეტი როლი ქართველი ხალხის აქტიურობას და პროტესტს. 

"29 ნოემბერს არის სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულება წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის უპირობო შემსრულებელს, სააკაშვილის დიდი სურვილია, რომ სასამართლო პროცესზე მივიდეს და მიმართოს ქართველ ხალხს, ამის შესაძლებლობა მას უპირობოდ უნდა მიეცეს.

ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, გამომდინარე აქედან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ქართველი ხალხის აქტიურობას და პროტესტს, რომლის ფონზეც ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და შურისძიება. ქართველი ხალხის პროტესტი არის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოგზვანილ წერილში განაცხადა, რომ მას „უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მისცენ და დაასწრონ საკუთარ პროცესებს, სადაც დაელაპარაკება ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს“.




მსგავსი სიახლეები