25-11-2021, 14:59
278

(ვიდეო) გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ფარული აუდიო ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის

(ვიდეო) გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ფარული აუდიო ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვეს, სადაც, მათი მტკიცებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნუგზარ ფუტკარაძეს გადაბირებას ცდილობენ.

როგორც ენმ-ის აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ. მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიოჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მათ პირადად გადასცა.

პარტიის წევრებმა აუჩიოჩანაწერი ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელეს, თუმცა აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობა დამტკიცებული არ არის. 

„ნაცმოძრაობის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა თავად თორნიკე რიჟვაძეც და აღნიშნულ ბრალდებებს ტყუილი უწოდა. როგორც რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.







მსგავსი სიახლეები