25-11-2021, 14:38
56

"სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებას"- ლიზა იასკო

"სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებას"- ლიზა იასკო


უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო, რომელმაც დღეს ყოფილი პრეზიდენტი მოინახულა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა შეხვედრების შემდეგ არ უმჯობესდება. ამის შესახებ ლიზა იასკომ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურბალისტებთან განაცხადა.

ლიზა იასკოს თქმით, ექიმები მიხეილ სააკაშვილს ყურადღებას აქცევენ, თუმცა ის არაა დარწმუნებული მისი მკურნალობის ხარისხში. 

„სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებებს იმ შეხვედრებს შორის, რაც ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მქონდა. ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

ეს ძალიან ცუდია. ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ, ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგეს და საუბრის საშუალება მიეცეს.

„მას ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგომა, რომ მიეცეს საუბრის, ადამიანების ნახვის საშუალება, მას ძალიან სურს ეს კონტაქტები და იმედი მაქვს, ასეც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მისი უფლებების დარღვევა,“- აღნიშნა დეპუტატმა.





მსგავსი სიახლეები