25-11-2021, 13:26
57

"სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება უფლებების დარღვევა"- უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი

"სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება უფლებების დარღვევა"- უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი


უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, გენადი მაკარაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევა არ იქნება. ამის შესახებ გენადი მაკარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატ ნინო იობაშვილის კითხვას უპასუხა.

გენადი მაკარაძის განმარტებით, როდესაც აუცრელი ადამიანი სხა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, ამ შემთხვევაში იმუნიზაციის დავალდებულება უფლებების შეზღუდვად არ ითვლება. 

"მგონია, რომ დღეს არ არის ადამიანი დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე არ ეფიქროს. ბუნებრივია, მიფიქრია. იცით რა რა, იმდენად დიდია ამ ვირუსის უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდია რისკი თავად ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა.

მაგრამ ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამ კუთხით ვერ გადამიწყვიტავ, ასე ვთქვათ. არჩევანის საშუალება უნდა მომცე. არჩევანის საშუალება უნდა მომცენ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. გარდა იმისა, რომ ჩვენი პირადი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს რომ გაიკეთოს?" - ამბობს გენადი მაკარაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კანდიდატები დეპუტატების კითხვებს პასუხობენ. 




მსგავსი სიახლეები