13-10-2021, 15:07
71

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს

პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ შესაძლოა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს. 

საქმის პროკურორის თქმით, უფრო კონკრეტულად კი საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებაზე, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

"აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ",- ამბობს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლა სახელდება, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით. საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველი გახდა. 

საქმეზე ბრალდებულია ორი პირი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. 

ცნობისათვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. 2020 წლის 8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





მსგავსი სიახლეები