13-10-2021, 10:37
78

რა გახდა მიზეზი სასამართლოში დავით გარეჯის საქმის ხელახლა დაწყების 

რა გახდა მიზეზი სასამართლოში დავით გარეჯის საქმის ხელახლა დაწყების 

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება.

მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა - ეს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია.
სხდომა მოსამართლე ნინო ნაჭყებიას ხელმძღვანელობით დღეს უნდა დაიწყოს.

საქმეზე ბრალდებულია ორი პირი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
ორივე მათგანს პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.

საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც არის გაგზავნილი.  




მსგავსი სიახლეები