14-09-2021, 12:21
67

მეგის ქარდავას საქართველოს გადმოსცემენ - კიევის სასამართლომ ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

მეგის ქარდავას საქართველოს გადმოსცემენ - კიევის სასამართლომ ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.  

კიევის სასამართლომ  იუსტიციის სამინისტროს ბრძანება მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ ძალაში დატოვა. ინფორმაციას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავას ადვოკატი ადასტურებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოფილ მაღალჩინოსანს ქართულ მართლმსაჯულებას უახლოეს დღეებში გადმოსცემენ.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში. 

ცნობისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს.

ამასთან, უკრაინაში გარდაცვლილი იპოვნეს მოსამართლე, რომელმაც საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და  საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.