14-09-2021, 11:22
41

პოლიციამ 3 არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი არასრულწლოვანი დააკავა

პოლიციამ 3 არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი არასრულწლოვანი დააკავა

თბილისში, წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული ლ.მ. არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებულ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.