21-07-2021, 15:16
17

რიონის ხეობის მცველები ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლდნენ

რიონის ხეობის მცველები ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლდნენ

სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები რიონის ხეობის მცველები ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლდნენ. საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა.


ინფორმაციას სოციალურ ქსელში  რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ავრცელებს.

ცნობისათვის, შსს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, რიონის ხეობის მცველები ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.




მსგავსი სიახლეები