21-07-2021, 14:40
26

მოკლული გოგოს მხრიდან კაცები თავს დაგვესხნენ, მანქანა დაგვილეწეს, ჩემი ქმარი სცემეს - რას ჰყვება ბრალდებულის დედა

მოკლული გოგოს მხრიდან კაცები თავს დაგვესხნენ, მანქანა დაგვილეწეს, ჩემი ქმარი სცემეს - რას ჰყვება ბრალდებულის დედა

მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დედა ჟურნალისტებთან მომხდარი ფაქტის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ ჰყვება.

ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მასთან სახლში გარდაცვლილის ნათესავები  ხელკეტებით შეიარაღებული მივიდნენ და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მისივე ინფორმაციით, მისი მეუღლე ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება და მისიმდგომარეობა მძიმეა. 

"ჩემი ვაჟი მათ ქალიშვილს დაშორდა, იმის მერე კონფლიქტი არ ჰქონიათ, გუშინ რა მოხდა არ ვიცი. ღამე ჩემი ვაჟი რომ იქ მივიდა და ეს უბედურება მოხდა გოგოს ოჯახის მხრიდან 10-მდე კაცი, რკინისა და ჯოხის ხელკეტებით შეიარაღებული ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ეზოში ორი მანქანა დაგვილეწეს, მერე ჩემი ქმარი გარეთ რომ გამოვიდა მას დაესხნენ, თავში ბლაგვი საგნები ურტყეს, თვალი დაუზიანდა, უგონო მდგომარეობაში რომ დაინახეს მერე თქვეს, მოდი ამის ცოლიც მოვკლათო და მე უკანა ეზოში ბავშვით ხელში გავიქეცი, ჩემი ქმარი საავადმყოფოში იმყოფება, ახლაც მძიმედაა. ჩემს ვაჟს სამი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა ობლად დედა მოუკლეს მამა კი ციხეშ ჩვენც გავნადგურდით",-ამბობს დაკავებულის დედა.


ცნობისთვის, მარნეულის სოფელ ზემო სარალში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი ადგილზე მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა მძიმედ არიან დაჭრილები.  ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. ამასთან,დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცოლისა და სიმამრის მოკვლის, ასევე სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრის შემდეგ, ბრალდებულის სახლში მივიდნენ, მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენეს, ხოლო მისი კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანეს.




მსგავსი სიახლეები