22-06-2021, 15:50
267

(ვიდეო) საქართველოს ომი არ დაუწყია! - დაპირისპირება პარლამენტში

(ვიდეო) საქართველოს ომი არ დაუწყია! - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს დეპუტატები თაკო ჩარკვიანი და ბექა დავითულიანი დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი ბექა დავითულიანის განცხადება გახდა, რომელმაც გამოსვლისას აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.




"რეზოლუციას სადაც წერია, რომ საქართვცელომ წამოიწყო სრულმაშტაბიანი ომი, ხელმოწერილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ - აცხადებს დავითულიანი.

დავითულიანის  ეს განცხადება ოპოზიციონერმა თაკო ჩარკვიანმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

"სირცხვილია, სამარცხვინო განცხადხებას აკეთებთ, საქართველოს ომი არ დაუწყია. ნუ ამკვიდრებთ ტერმინს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, საქართველოს ომი არ დაუწყია." - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

დავითულიანის პასუხი: "მე არ მითქვია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რეზოლიაციას, სადაც ეს წერია ის ხალხი აწერს ხელს ვის გვერდითაც ეხლას თქვენ ზიხართ.








მსგავსი სიახლეები