22-06-2021, 15:33
112

„გაუგებარია, რატომ დუმს პოლიტიკურ ვანდალიზმზე დიპლომატიური კორპუსი?!.“ - შალვა ნათელაშვილი დიპლომატებს მიმართვს

„გაუგებარია, რატომ დუმს  პოლიტიკურ ვანდალიზმზე დიპლომატიური კორპუსი?!.“ -  შალვა ნათელაშვილი დიპლომატებს მიმართვს

„როგორც თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, 21-ე საუკუნეში ხდება უპრეცენდენტო მოვლენა და ამ კვირას საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით იღებს კანონს ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე, რომლის თანახმადაც,  გვერთმევა სარეკლამო დრო ტელევიზიებში, საარჩევნო კომისიებში წევრები და ის მცირედი დაფინანსებაც კი, რითაც ცენტრალურ ოფისს ვინახავდით.
 
ეს არნახული რეპრესია ხორციელდება რუსი ოლიგარქის, ქვეყნის დე--ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალებით.
 
ზემოთ აღნიშნული დიქტატორის დამოკიდებულება ჩვენი პარტიისადმი გასაგები და ახსნადია, უბრალოდ ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დუმს მითითებულ  პოლიტიკურ ვანდალიზმზე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი?!.
 


ჩვენთვის განსაკუთრებით აუხსნელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების დუმილი, რომელთა დიდი ძალისხმევითაც ერთპარტიული ოლიგარქიული პარლამენტი მრავალპარტიულად გადაიქცა.
 
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რეჟიმი მუდმივია ძალიან მალე დარწმუნდებიან რა ადგილს მიუჩენს მათ ქართველი ხალხი ისტორიის სანაგვეზე.  მოუთმენლად ველოდები თქვენს რეაქციას.
 
ვსარგებლობ შემთხვევით და გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას“. - წერს მიმართვაში შალვა ნათელაშვილი.  
 




მსგავსი სიახლეები