22-06-2021, 14:53
54

აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა, თავად გამოჩხრიკეთ უაზრო ბრალდებებით და ახლა მიიღებთ პასუხებს - ამირან სალუქვაძე

აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა, თავად გამოჩხრიკეთ უაზრო ბრალდებებით და ახლა მიიღებთ პასუხებს - ამირან სალუქვაძე

"აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა. თავად გამოჩხრიკეთ უაზრო ბრალდებებით და ახლა მიიღებთ პასუხებს.
ექსპერტიზაზე არ გადაგიციათ. ეს არაფრით დასტურდება".- ასეთ კომენატრს აკეთებს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, ხატია დეკანოიძის განცხადებაზე. 




"რაის ექსპერტიზაზე გადასცეს?!
აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა. თავად გამოჩხრიკეთ უაზრო ბრალდებებით და ახლა მიიღებთ პასუხებს.
ექსპერტიზაზე არ გადაგიციათ. ეს არაფრით დასტურდება.
სანამ გადასცემდით, სადღაც საწყობში გქონდათ მიგდებული. შემდეგ გადაეცით უსაბუთოდ.
ისკანდერი იყო თუ არა, მაგის ექსპერტიზას რად უნდოდა ამერიკაში ჩატანა, ვის აბოლებთ?
აგერ მოუსმინეთ თეა წულუკიანს, ყოფილ იუსტიციის მიმისტრს, ვინც აგროვებდა სტრასბურგისთვის ამ მტკიცებულებებს. ამ ისკანდერს გარდა სხვა ასობით მტკიცებულება იქნა შეგროვილი, რაც ომის შემდეგ ცხელ კვალზე უნდა გაკეთებულიყო. 
ამ ყველაფერზე ხელახალი ძიება უნდა ჩატარდეს და მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს! - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისათვის,  ხატია დეკანოიძე განაცხადა: "ინსკანდერების თემას მინდა შევეხეო, ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა მდინარაძემ, რომ დამალესო. არა - ჩვენ 2008 წელსვე ჩვენს პარტნიორებს გადავეცით, იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რომ ნამდვილად ეს რუსეთი მიერ გამოყენებული უმძიმესი ლეტალური იარაღი იყო". 




მსგავსი სიახლეები