22-06-2021, 14:51
110

ოდნავი თავმოყვარეობის მქონე საზოგადოება ამას არ მოითმენდა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ოდნავი თავმოყვარეობის მქონე საზოგადოება ამას არ მოითმენდა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ასტრა-ზენეკას ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის, რაც მოხდა მთავრობის შცდომაა და თავმოყვარე საზოგადოებამ ეს არ უნდა მოითმინოს.




„კიდევ შემიძლია გავიგო, რომ მსოფლიოში ვაქცინები ჯერ კიდევ არაა ადვილად ხელმისაწვდომი. იმასაც გავიგებ, რამდენად რთულია ვაქცინებისადმი ეჭვისა და უნდობლობის გადალახვა. მაგრამ! რაც ოქსფორდ/ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით ხდება, ეს ოდნავი თავმოყვარეობის მქონე მთავრობას არ მოუვიდოდა, ხოლო ოდნავი თავმოყვარეობის მქონე საზოგადოება ამას არ მოითმენდა,“- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ცნობისათვის, „ასტრა-ზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციის მსურველებს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პრობლემა „კოვაქს პლატფორმიდან“ შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილმა დროებითმა შეფერხებამ გამოიწვია.დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, აცრის ჩატარების შესაძლებლობა, უახლოეს პერიოდში მიეცემა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება.




მსგავსი სიახლეები