22-06-2021, 14:30
99

ნაცმოძრაობის ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის "გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა - მდინარაძე

ნაცმოძრაობის ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის "გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა - მდინარაძე

"2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, "ისკანდერის" ნაწილი არსად ჩანდა, მით უმეტეს, მტკიცებულებად წარდგენილი ქართული მხარის მიერ არ ყოფილა და მისი მოძიება და წარდგენა მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მოხდა. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს  "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი  მამუკა მდინარაძე.


მამუკა მდინარაძის თქმით, დილიდან ნაცმოძრაობის ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის "გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა. 
"აქამდე (ბოლო ოთხი წლის განმავლობაში), მაქსიმალურად ცდილობდნენ გაეტარებინათ, მაგრამ მათ არხზეც რომ გამჟღავნდა, დილიდან ნაცმოძრაობის ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის "გაპრავების" მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა. 
"ერთი პატარა ფრაზა"; 
"ქართული დიპლომატიის გამარჯვება"
"ბოლო მომენტში შეტანილი ცვლილება, რომელიც გარკვეულწილად ცუდია"
"სადავო პუნქტები"
ასე აფასებენ დილიდან ნაცები რეზოლუციას და ჩანაწერს, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით. 
აი ეს დააბრალეს საკუთარ ქვეყანას!
ამბობენ, რომ ღირდა, რადგან იმავე რეზოლუციაში იქნა ტერმინი "ოკუპაცია" გამოყენებული და ჩვენთვის პოზიტიური სხვა პუნქტებიც ჩაიწერა, - თითქოს ომის დაწყება რომ არ დაებრალებინათ საკუთარი ქვეყნისათვის, ისე რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებდა ცივილიზებული სამყარო...
წლების განმავლობაში ნაწარმოები მათი კამპანიაც გვახსოვს ჩვენს წინააღმდეგ ამ თემაზე, რა თქმა უნდა ამ უპატიებელი საქციელის მიჩქმალვის და გადაფარვის მიზნით!- წერს  მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე აცხადებს, რომ 2012 წლის ჩათვლით "ისკანდერის" ნაწილი არსად ჩანდა და მიის მოძებნა და წარდგენა მოხლოდ "ოცნების" ხელისუფლების მიერ მოხდა.

რაც შეეხება ჩემს კითხვას ისკანდერის მტკიცებულებად წარუდგენლობასთან დაკავშირებით, მიპასუხეს:
"2008 წელსვე გადავეცით ჩვენს პარტნიორებს, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, შესაბამისად, ეს იყო იმ ადგილას"...
აღარ ვიცი, ამას ჭირდება თუ არა შეფასება, თუმცა ძალიან მოკლედ ერთი ფაქტი, და არა შეფასება:
2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, "ისკანდერის" ნაწილი არსად ჩანდა, მით უმეტეს, მტკიცებულებად წარდგენილი ქართული მხარის მიერ არ ყოფილა და მისი მოძიება და წარდგენა მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მოხდა. 
დღეს გავიგეთ, რომ ეს მტკიცებულება "იმ ადგილას" ყოფილა და ამიტომ არ წარუდგენიათ... - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისათის, საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე, სადაც ფაქტიურად საქართველო იყო გამოყვანილი ომის დამწყებად, რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწერა ხელი ხელისუფლებაში ყოფნისას. 





მსგავსი სიახლეები